ზვიად კორძაძის “ბარბალეს მარნის” მაყვლის ღვინო უკვე გაყიდვაშია
“ბარბალეს მარნის“ მაყვლის ღვინო უკვე გაყიდვაშია. ამ დროისთვის ღვინის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი, თუმცა რამდენიმე დღეში უკვე “გუდვილის” ქსელშიც გამოჩნდება.
კომპანიის დამფუძნებელმა, ადვოკატმა ზვიად კორძაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, რომ ეს ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო პროდუქტია, რომელმაც მოლოდინი გაამართლა.
„მაყვლის ღვინო ძალიან კარგი გამოვიდა. ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ვიღებთ, არის ქართული და ნატურალური. საწყის ეტაპზე, ჩამოვასხავთ 300-მდე ბოთლს და მოთხოვნის შესაბამისად გავაფართოებთ წარმოების მასშტაბებს. რაც შეეხება, ვაშლის და მსხლის ღვინოებს ვმუშაობთ ამაზე და სულ მალე შევთავაზებთ მომხმარებელს, გემოვნური თვისებების ტესტირების პროცესში ვართ.
მაყვლის ღვინო გაიყიდება ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც ჩვენი ღვინის რეალიზაციისთვის შევქმენით, სადაც „ბარბალეს მარნის“ ღვინო, ასევე რამდენიმე ექსკლუზიურ პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი. ასევე, განვიხილავთ ქსელურ მაღაზიებთან თანამშრომობასაც,“ – აღნიშნავს ზვიად კორძაძე.
„ბარბალეს მარანი“ ცნობილმა ადვოკატმა 2014 წელს შექმნა. მარანი შინდისში მდებარეობს, სადაც წელიწადში 3000 ბოთლამდე ღვინო ისხმება. “ბარბალეს მარანი” ღვინის ისეთ გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს, როგორებიცაა ოცხანური საფერე, ციცქა-ქოლიკაური, უსახელოური, ხიხვი, ხვანჭკარა და სხვა.
Post a Comment
You must be logged in to post a comment.