მიტანა

ქვეყანაში მოქმედი რეგულაციებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე პროდუქციის შეძენა მხოლოდ  ონლაინ არის შესაძლებელი.  

მიწოდება მთელი თბილისის მასშტაბით გვაქვს. მალე მიტანის სერვისი ხელმისაწვდომი იქნება რეგიონებშიც. 

  • მიტანის სერვისის საფასური 5 ლარია, რომელსაც იხდით ვებგვერდიდან პროდუქციის შესყიდვისას, საბანკო ანგარიშსწორების დროს.
  • პროდუქციას მიიღებთ შეკვეთიდან 24 საათის განმავლობაში.

 

100 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში მიწოდება უფასოა. 

 

გადახდა

პროდუქციის ონლაინ შეძენისას  გადახდა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო ბარათის გამოყენებით.

 

დაბრუნება/გადაცვლა

პროდუქციის დაბრუნება შეგეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიიღებთ ისეთ პროდუქტს, რომელიც არ შეესაბამება ვებ გვერდზე შეკვეთილს ან აღმოჩნდება დაზიანებული/გაფუჭებული და ზემოაღნიშნულს დააფიქსირებთ კურიერის მიერ პროდუქციის მოწოდების მომენტში კურიერთანასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ პროდუქტის გამოცვლა ან სხვა პროდუქტის შეკვეთა იმავე თანხის ფარგლებში

სხვა შემთხვევაში, პროდუქტის დაბრუნება ან/და შეცვლა არ ხდება.

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შპს ბარბალეს მარანი იცავს მყიდველის პერსონალურ ინფორმაციას და არ გადასცემს ამ ინფორმაციას მესამე პირს მყიდველის თანხმობის გარეშე, გარდა 

  • კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;
  • შესყიდვისთვის აუცილებელი საბანკო ტრანზაქციის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციისა, რომელსაც  შპს ბარბალეს მარანი აწვდის ბანკს, რასთან დაკავშირებითაც მომხმარებელი წინასწარ ინფორმირებულია და გამოთქვამს თანხმობას;