ზვიად კორძაძის “ბარბალეს მარანი” სექტემბერში გორგასლის ქუჩაზე გაიხსნება
ადვოკატ ზვიად კორძაძის დაანონსებული სადეგუსტაციო სივრცე “ბარბალეს მარანი” ძველ თბილისში გაიხსნება.
სივრცის გახსნა ჯერ კიდევ 2020 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო და ის უკვე სტუმრებს სექტემბრიდან უმასპინძლებს.
სივრცეში სხვადასხვა დასახელების – ციცქა, ცოლიკაური, ოცხანური საფერე, უსახელაური, იმერული, მწვანე და რქაწითელის კუპაჟი, ლეჩხუმის ცოლიკაური, ხიხვი და კრახუნა – ღვინო გაიყიდება. ზვიად კორძაძე მაყვლის, მსხლის და ვაშლის ღვინოებსაც აწარმოებს.
ზვიად კორძაძეს მარანი შინდისში აქვს და წელიწადში დაახლოებით 3000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.
მიუხედავად იმისა, რომ “ბარბალეს მარანი” ბაზარზე ახალი გამოსულია, მისი პროდუქტებით უკვე დაინტერესდნენ საექსპორტო ბაზრებზეც. კომპანიამ პირველ წარმატებასაც მალევე მიაღწია.
ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე “ბარბალეს მარნის” წარმოებულმა საფერავმა ჟიურის მოწონება და ბრინჯაოს მედალიც დაიმსახურა.
წყარო: https://business-partner.ge/biznesi/zviad-kordzadzis-barbales-marani-sektembershi-gorgaslis-kuchaze-gaikhsneba?fbclid=IwAR3tKFF0tK9QM9YTmFBHE3DnanHv8JucqIt8vk1XD8_qNbyytJ975foByFM
Post a Comment
You must be logged in to post a comment.