-
2021 წლის „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე“ ბარბალეს მარნის 2020 წლის მოსავლის საფერავმა ბრინჯაოს ჯილდო მოიპოვა. ეს გახლდათ პირველი კონკურსი, რომელშიც ბარბალეს მარანმა მიიღო მონაწილეობა. ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილება კვალიფიციური ჟიურის წევრების მიერ იქნა მიღებული. ზემოაღნიშნული კონკურსი ყოველწლიურად „ასოციაცია ქართული ღვინოს“ ორგანიზებით ტარდება და მიზნად საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენას და ქვევრის ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობას ისახავს.
-
ადვოკატ ზვიად კორძაძის დაანონსებული სადეგუსტაციო სივრცე "ბარბალეს მარანი" ძველ თბილისში გაიხსნება. სივრცის გახსნა ჯერ კიდევ 2020 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო და ის უკვე სტუმრებს სექტემბრიდან უმასპინძლებს. სივრცეში სხვადასხვა დასახელების - ციცქა, ცოლიკაური, ოცხანური საფერე, უსახელაური, იმერული, მწვანე და რქაწითელის კუპაჟი, ლეჩხუმის ცოლიკაური, ხიხვი და კრახუნა - ღვინო გაიყიდება. ზვიად კორძაძე მაყვლის, მსხლის და ვაშლის ღვინოებსაც აწარმოებს. ზვიად კორძაძეს მარანი შინდისში აქვს და წელიწადში დაახლოებით 3000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ "ბარბალეს მარანი" ბაზარზე ახალი გამოსულია, მისი პროდუქტებით უკვე დაინტერესდნენ საექსპორტო ბაზრებზეც. კომპანიამ პირველ წარმატებასაც მალევე მიაღწია. ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე "ბარბალეს მარნის" წარმოებულმა საფერავმა ჟიურის მოწონება და ბრინჯაოს მედალიც დაიმსახურა. წყარო: https://business-partner.ge/biznesi/zviad-kordzadzis-barbales-marani-sektembershi-gorgaslis-kuchaze-gaikhsneba?fbclid=IwAR3tKFF0tK9QM9YTmFBHE3DnanHv8JucqIt8vk1XD8_qNbyytJ975foByFM
-
“ბარბალეს მარნის“ მაყვლის ღვინო უკვე გაყიდვაშია. ამ დროისთვის ღვინის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი, თუმცა რამდენიმე დღეში უკვე "გუდვილის" ქსელშიც გამოჩნდება. კომპანიის დამფუძნებელმა, ადვოკატმა ზვიად კორძაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, რომ ეს ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო პროდუქტია, რომელმაც მოლოდინი გაამართლა. „მაყვლის ღვინო ძალიან კარგი გამოვიდა. ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ვიღებთ, არის ქართული და ნატურალური. საწყის ეტაპზე, ჩამოვასხავთ 300-მდე ბოთლს და მოთხოვნის შესაბამისად გავაფართოებთ წარმოების მასშტაბებს. რაც შეეხება, ვაშლის და მსხლის ღვინოებს ვმუშაობთ ამაზე და სულ მალე შევთავაზებთ მომხმარებელს, გემოვნური თვისებების ტესტირების პროცესში ვართ. მაყვლის ღვინო გაიყიდება ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც ჩვენი ღვინის რეალიზაციისთვის შევქმენით, სადაც „ბარბალეს მარნის“ ღვინო, ასევე რამდენიმე ექსკლუზიურ პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი. ასევე, განვიხილავთ ქსელურ მაღაზიებთან თანამშრომობასაც,“ – აღნიშნავს ზვიად კორძაძე. „ბარბალეს მარანი“ ცნობილმა ადვოკატმა 2014 წელს შექმნა. მარანი შინდისში მდებარეობს, სადაც წელიწადში 3000 ბოთლამდე ღვინო ისხმება. "ბარბალეს მარანი"